saWmeli sokoebi - weroswviva
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Шампиньоновые |
Род: | Гриб-зонтик (Макролепиота) |
Вид: | Гриб-зонтик пёстрый |
Международное научное название: | Macrolepiota procer |
წეროსწვივა - (ინგ. Macrolepiota procera) (რუს. Гриб-зонтик пёстрый)
სინონიმი: წერეწო.
აღწერა
სოკოს სახეობა ფირფიტოვანთა ოჯახი.
ნაყოფის სხეულები ქუდფეხიანი, ცენტრალური, გვხვდება ძალიან დიდი ზომისაც.
ქუდი დიამეტრით 2-35სმ, თავიდან სფეროსებრი, შემდეგ იშლება ფართოკონუსისებურიდან ამობურცულ ქოლგისმაგვარამდე, კიდეები შეიძლება ოდნავ მოხრილი დარჩეს. ცენტრში ხშირად აქვს კარგად შესამჩნევი მუქი მომრგვალებული ბორცვი. კანი სხივურ-ბოჭკოვანი, მოყავისფრო-ნაცრისფერი, დაფარულია ადვილად მოსაშორებელი მუქი ყავისფერი წახნაგოვანი ქერცლებით.
ქუდის რბილობი თავიდან ფხვიერი-ხორციანი, მოგვიანებით უფრო მკვრივი, თეთრი ან ღია ფერის, გაჭრისას და დაჭყლეტვისას ფერს არ იცვლის. სუსტი სოკოს სუნი, სასიამოვნო კაკლისმაგვარი გემო.
ფეხი 10-30 (40-მდე)სმ. სისქე 1-2 (4-მდე)სმ, ცილინდრული, ფუყე, უხეშბოჭკოვანი, ფუძესთან სფეროსებური გამსხვილებით, ადვილად შორდება ქუდს. ნორჩ სოკოებს ზედაპირი ერთტონში ყავისფერი აქვთ, მოგვიანებით ღია მურა ფერის, დაფარული მუქი ქერცლებით, ხშირად განთავსებული რგოლებით, რის გამოც ფეხი გრძივზოლიანი ან გველის ტყავისმაგვარი ჩანს.
ფირფიტები განით 2სმ-მდე, ფეხთან ვიწროვდება, ადვილად ცილდება ქუდს, თავისუფალი, თეთრი, ხშირი, ასაკთან ერთად ხდებიან კრემისფერი, ფეხთან ახლოს ქმნიან თხელ ხრტილისმაგვარ კოლარიუმს.
საფარის ნარჩენები. საყელო აპკისებური, ფართე, ზემოდან თეთრი, ქვემოდან მურა, გაორებული კიდით, ადვილად მოძრაობს ფეხზე. ვულვა არ აქვს.
სპორების ფხვნილი თეთრი ან კრემისფერი.
მიკროსკოპული ნიშნები (თვისებები)
სპორები (15-20)×(10-13) მკმ, ელიფსისებური, გლუვი, ფსევდოამილოიდური, მეტაქრომაზიული, აქვს გაღვივების დრო, შემცველობა ფლუორესცირებს (ანათებს).
ფირფიტების შიდა ფენა (ტრამა) სწორი, ცილინდრული თხელკანიანი ჰიფებით დიამეტრით 7-15 მკმ, უფერო, დამჭერებით.
ქუდის ქერცლების ჰიფები ზომით 150-400×8-10 მკმ, გლუვი, სხვ.სხვ.ფორმის: ძაფისმაგვარი, რგოლისმაგვარი ან ლანცეტისმაგვარი, ჩვეულებრივ გადაგრეხილი და იშვიათად შორდებიან ქუდს ვერტიკალურად. ფეხის ქერცლის ჰიფები მსგავსია აგებულებით, მაგრამ როგორც წესი შეგროვებულია კონებად.
ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, თხელკედლიანი, ქინძისთავისმაგვარი („ბულავკა“), 35-45×14-16 მკმ, სტერიგმები (წანაზარდები ბაზიდიუმის ზედა ნაწილში) 4,5-6მკმ.
ჰეილოცისტიდები თხელკედლიანი, უფერო, სხვ.სხვ. ფორმის, 30-55×12-20 მკმ, გააჩნია კაულოცისტიდები.
ფერის ქიმიური რეაქციები
ფირფიტების რეაქცია ნაფტოლთან (ნაფტალინი) და რბილობის რეაქცია ანილინთან უარყოფითია; რბილობი ფენოლთან და ფენოლანილინთან ყავისფრდება, გვაიაკოლთანიღებს მოლურჯო-მწვანე შეფერილობას; რეაქცია სულფოვანილინთან უარყოფითია.
ეკოლოგია და გავრცელება
საპროფიტი, იზრდება ქვიშიან ნიადაგზე ნათელ ტყეებში, მდელოებზე, გაჩეხილ, კაკაფულ დაა განაპირა ადგილებზე; გვხვდება გახსნილ ბალახოვან გარემოში, სკვერებში, მინდვრებში და ბოსტნებში.
ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთის ზომიერ კლიმატურ პირობებში. გვხვდება ევროპაში ყველგან, აზიაში - თურქეთში, ირანში, კავკასიაში, ინდოეთში, შუა აზიაში (ყირგიზეთი), ჩინეთი, მონღოლეთში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში - ყველგან, სამხრეთ ამერიკაში - ჩილეში, ავსტრალიაში, აფრიკაში (ალჟირი, მაროკო, კენია, ზაირი), ასევე კუბის კუნძულებზე, სოლომონის კუნძულებზე, მადაგასკარზე, შრი-ლანკაძე.
ნაყოფს ისხამს ერთეულებად ან ნაკლებ მსხვილ ჯგუფებად, შეიძლება ჩამოაყალიბოს რიგები და „ქაჯის წრეები“.
სეზონი ივნისი-ნოემბერი.
მსგავსი სახეობები
საკვებად ვარგისი:
• წეროსწვივა ნატიფი (Macrolepiota gracilenta) და მის მსგავს სახეობებს აქვთ მნიშვნელოვნად პატარა ზომები.
• წეროსწვივა წითლებადი (Chlorophyllum rhacodes), მცირე ზომის, ქუდის „გაწეწილი“ ზედაპირით და წითლებადი რბილობით.
შხამიანი:
• Chlorophyllummolybdites გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, მცირე ზომების, მისი რბილობი დაჭერისას ხდება მოყავისფრო-წითელი, სპორების ფხვნილი ზეთისხილისფერი-მწვანე ფერის.
• Chlorophyllumbrunneumპატარა, წითლებადი რბილობით.
საკვები ღირებულებები
საჭმელი სოკო, ბევრი მას ერთერთ საუკეთესოდ მიიჩნევს. ნორჩი სოკოს ქუდები შეიძლება შეიწვას გრილზე, ხანდახან უმი სახით წეროსწვივა გამოიყენება სალათებში და ბუტერბროდებში. უხეში ფეხებს ჩვეულებრივ ახმობენ, ამუშავებენ ფხვნილად და მოიხმარენ სანელებლად, აქვს დამახასიათებელი მკვეთრი სუნი და გემო. ასევე შეიძლება გამხმარი ფეხები პირდაპირ (და არა ფხვნილის სახით) მთლიანად მოიხარშოს წვნიან კერძში. შედარებით გადამწიფებული სოკოები მკვრივი რბილობით შეიძლება დამჟავდეს. კულინარიული დამუშავების წინ, აუცილებელია სოკო გაიწმინდოს უხეში ქერცლებისგან.
რუსული სინონიმები:
• წეროსწვივა დიდი
• წეროსწვივა მაღალი
სხვა ენებზე:
• სხვა ენებზე ამ სოკოს დასახელება დაკავშირებულია მის ქოლგისმაგვარ ფორმასთან (ინგლ. Parasol mushroomიტ. Ombrellone, Parasole).
• იტალიაში ნორჩ სოკოებს გაუხსნელი ქუდით უწოდებენ „დოლის საკრავ ჯოხებს“ (იტ. mazza di tamburo).